top of page
თბილისი მოლის პროექტი ჩვენთვის გამორჩეული გამოწვევაა, რადგან სულ რაღაც, 7 თვეში უნდა დასრულდეს და, ამასთანავე, არ შეწყვიტოს ოპერირება.
სამუშაოები ძირითადად ღამით შესრულდება, თუმცა დაგეგმვა-ორგანიზება 24-საათიან რეჟიმში წარიმართება. ამის გათვალისწინებით, ხარისხის კონტროლი და შრომის უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებული გამოწვევაა. აღსანიშნავია, რომ ვიყენებთ ინოვაციურ სწრაფშრობად პროდუქტს, რომელიც გვაძლევს სამუშაოების სწრაფი ტემპით შესრულების საშუალებას.
ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული ეფექტური ზონირება და სამუშაოების კოორდინაცია, საშუალებას გვაძლევს რენოვაციის პროცესის პარალელურად გარანტირებული იყოს ვიზიტორების კომფორტი.
სტატუსი
სამუშაოები
ფართი
პერიოდი
მიმდინარე პროექტი
რენოვაცია, მოპირკეთება
17500 კვ.მ-მდე
2023 სექტემბერი
2024 აპრილი
დამკვეთი
მდებარეობა
Rakeen Uptown Development
თბილისი
საქართველო
დამკვეთის სოც. მედია
bottom of page