top of page

ნორვეგიის საელჩოს მშენებლობა. თბილისი, საქართველო.

2018 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიულმა მხარემ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.


ჩვენთვის დიდი პატივია განვაცხადოთ, რომ შპს „მეტტა“ დაჯილდოვდა როგორც გენერალური კონტრაქტორი კომპანია თბილისში, ნორვეგიის საელჩოს შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის.


პროექტის ფარგლებში შესრულებულია დიზაინერული და სხვა სახის სამუშაოები წამყვანი ბრენდებისა და სტანდარტების გათვალისწინებით.

პროექტის ფართობი შეადგენს 400 კვადრატულ მეტრს, რომლის დასრულება იგეგმება 2020 წლის ნოემბერში. ეს იქნება შპს „მეტტა-ს“ და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პარტნიორობის მეორე პროექტი.


სამუშაოები მიმდინარეობს საერთაშორისო სამშენებლო წესებით, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების სრული დაცვით.

6 views
bottom of page