მიმოხილვა
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორი ცნობს და იცავს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. შრომის უფლების განხორციელება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვევლინება, როგორც ერთ-ერთი ეფექტური საშუალება საზოგადოების მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა შეძლონ შრომის უფლების განხორციელება და რომ ეს უფლება ექვემდებარებოდეს იმ შეზღუდვებს, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უზრუნველყოფენ უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კვალდაკვალ ვითარდება შრომის უსაფრთხოების სტანდარტებიც. დღეს საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის პრინციპები, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები, საჯარო წესრიგი, ჯანმრთელობისა და შრომის უსართხოების დაცვა ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტადაა მიჩნეული.
ვალდებულება
შპს „მეტტა“ უზრუნველყოფს ნებისმიერ მომხმარებელთან და ასოცირებულ პირთან ერთად ყველა არსებული სამსახურეობრივი რისკებისა და ზემოქმედების მინიმალიზაციას და თავიდან აცილებას.
შპს „მეტტა“ უზრუნველყოფს ადამიანების, ქონების და გარემოს დაცვას და სისტემურად დაიცავს ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების სამშენებლო სტანდარტებს ნებისმიერი ოპერაციის დროს.
მიზანი
შპს „მეტტა“-ს მიზანია ყველა თანამშრომლის, კლიენტის, კონტრაქტორისა და სტუმრისათვის უზრუნველყოს უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო ადგილი, გარემო და სამშენებლო მოედანი. განავითაროს შრომის უსაფრთხოების კონცეფცია საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.